ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოების მიტანას.
"კობახიძემ ასე მიულოცა ახალი წელი. ასეთი ახალი წლით ხვდება ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება, ნაცემი ზონდერების მიერ. ასიათასობით ხალხი მიტინგზე უკვე 29-ე დღეა იმყოფება, მათ შორის აქციები მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქში. აჯარიმებენ ადამიანებს იმისთვის, რომ შეძახილებით "გაუმარჯოს საქართველოს" და დროშებით გადაადგილდებოდნენ კოლონებით", - განაცხადა ფრაქცია "ახალის" წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ.
"ქართული ოცნების" წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპონენტებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ზუგდიდის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები