ახალი ამბები
სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშივე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააჯარიმეს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა და ჯარიმის საფუძველზე, აქტივისტი სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

"თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო ტყვეს, თავისუფლება ზუგდიდელ ლუკა ჯაბუას, არ იქნება არ ქვეყანაში სამართალი, არ იქნება მშვიდობა", - თქვა სიჭინავამ პროცესის დასრულებისას.

მისი თქმით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ხელმოწერილ, არაკონსტიტუციურ კანონებს და არ აპირებს აღსრულების ნაწილშიც დაემორჩილოს მას და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას.

აქტივისტის ადვოკატმა როლანდ შონიამ, მასალების სრულად გადმოცემისთვის და ფაქტობრივი გარემოებების გაცნობისთვის, სხდომის ერთი კვირის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. მან მხოლოდ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რათა საქმის მასალებს ადგილზე გასცნობოდა დაცვის მხარე.

"თავისუფლება ირაკლი აბშილავას, თქვენ ხართ უსამართლო, კლანური სასამართლოს წარმომადგენელი", - თქვა პროცესზე სიჭინავამ.

ამასთან, სხდომაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ 13 იანვარს გადაღებული კადრები, რომელზეც პიროტექნიკის გასროლა ჩანდა. თუმცა, აქტივისტმა თქვა, რომ ე.წ ფეიერვერკის გამოყენების დროს აქცია არ იყო დაწყებული და არ არღვევდა კანონს.

გარდა ამისა, სხდომისგან, სხვადასხვა შეძახილის გამო, გააძევეს სამი ადამიანი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ სიჭინავა, 13 იანვარს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო დააკავეს და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

14 იანვარს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების, ცაბუნია ვართაგავასა და კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამავე თემაზე:

მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი

ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.