სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო ჩავიდა და ჯანდაცვის ობიექტები დაათვალიერა.
მან შეხვედრა გამართა ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის "მინისტრის" მოვალეობის შემსრულებელთან ედუარდ ბუტბასთან და "პრეზიდენტობის" კანდიდატთან, - ბადრა გუნბასთან.
ტელეგრამის არხებმა დე ფაქტო ცესკოს მიმართვა გამოქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუტბა მონაწილეობდა "კანდიდტის" მხარდასაჭერ კამპანიაში, რაც არღვევს "საარჩევნო კანონმდებლობის" მოთხოვნებს.
"მოვუწოდებთ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დაიცვან 2025 წლის 21 თებერვლის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით", - ნათქვამია მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს კონტაქტები ბადრა გუნბასთან არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 1 მარტს გაიმართება, წერს "ეხო კავკაზა".
ცნობისთვის, მანამდე სოხუმში "პრეზიდენტობის" კანდიდატები "მშვიდობიან" წინასაარჩევნო კამპანიაზე
შეთანხმდნენ და შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები