ტელეგრამის არხმა „რესპუბლიკამ“ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 1 მარტს , გაგრაში, მიუსერას საგუშაგოზე მომხდარ სროლას ასახავს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კიუტის ბრძანებით, ცეცხლი გაუხსნეს მანქანებს, რის შედეგად, მძიმედ დაიჭრა ახალი ათონის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნურიკ სმირი.
1 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების
მეორე ტური გაიმართა.
საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის, ასევე მიუსერას საგუშაგოზე
ორმხრივი სროლის შესახებ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს შსს-ს თანამშრომლებმა მიუსერას საგუშაგო გადაკეტეს. შეჩერების მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.ამავე ცნობით, ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 1 მარტს, აფხაზეთში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით,
„ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა.
აფხაზური ტელეგრამის არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავია.
ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, „საპრეზიდენტო“ არჩევნებში
ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.
ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის
საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები