ახალი ამბები
მოსკოვი აუქმებს ადრე გაცემულ რეკომენდაციას აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას უხსნის.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი:

„აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს ზემოხსენებულ რეკომენდაციებს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ აფხაზეთში გამგზავრება, შეუძლიათ დაიწყონ თავიანთი გეგმების განხორციელება. ამავდროულად, შვებულებაში წასული მოქალაქეების სტანდარტული წესები რჩება აქტუალური,  სიფრთხილე ღამით და პოტენციურად სახიფათო ადგილებში, ადგილობრივი ადათ-წესებისა და ტრადიციების პატივისცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტმა ილია უმანსკიმ განაცხადა, რომ ტურისტული ინდუსტრია „ნამდვილად მოუთმენლად ელის“ გადაწყვეტილებას აფხაზეთში ტურების გაყიდვის განახლების შესაძლებლობის შესახებ.

2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ რუს ტურისტებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან,ხოლო ტუროპერეტორებს აფხაზეთში ტურების გაყიდვა აეკრძალათ.

გადაწყვეტილება სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, რასაც ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანია გადადგომა და რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდება მოჰყვა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.