,,ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ალექსანდრე მოწერელია აბაშაში რამდენიმე უბნის, სოფელ კვათანის და რუსთაველის ქუჩაზე, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა, საკუთარი ხედვები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
„მე გუბერნატორობის პერიოდიდან მქონდა მათთან უშუალო კომუნიკაცია.აქაც არაერთი კარგი საქმე გაკეთდა: ნინოშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა, ამასთან ერთად მილ-ხიდებიც გამოიცვალა,აქვე, ყველა მიმართულებით დამონტაჟდა გარე განათება, კვათანის სკოლაში სველი წერტილები ეწყობა. მალე დაიწყება ცანავას ქუჩის მოასფალტების სამუშაოები“- აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს, ასევე აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია , რომ N2 საბავშვო ბაღში და ყოფილ ტექნიკუმში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აფაზეთიდან დევნილ თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ჭერი ჰქონდეს.
მასალის გამოყენების პირობები