დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო
"გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ძალიან ნიჭიერი შვილები ყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ირაკლი ჩიქოვანი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს დღეს სტუმრობდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღესვე ოთხოზორიების საცხოვრებელ უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

"ზუგდიდს, წლის ბოლომდე, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ხუბულავას ქუჩაზე უკვე სრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება, რომელიც, ეკოლოგიის კუთხით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზეც ვისაუბრეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ეკატერინესეული სასახლის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაა, ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.