დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა
​"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა.

"აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იცით ოკუპაციის სიმძიმე, ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მეტ განვითარებას. ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში, მაგრამ მანამდე ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს ექნება საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ამას შევძლებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონკრეტული და შემუშავებული გეგმით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება სოფლის სოფლის განვითარებაზე და შამგონაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

"ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი სოფელია. რეაბილიტირებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. მალე შამგონაში თანამედროვე სტანდარტების ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებთ და წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. ვგეგმავთ სოფლის ცენტრში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობასაც", - აღნიშნა მან.

შამგონაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი მოსახლეობას ახალაბასთუმანში შეხვდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.