აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშელ პედაგოგებს შეხვდა და გაწეული მუშაობის გამო მათ მადლობა გადაუხადა.
"განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს სწორედ მასწავლებლების ცოდნით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით დავძლევთ. მათ სრულიად მოულოდნელად მოუწიათ ახალ პლატფორმაზე გადასვლა, დისტანციურ რეჟიმში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.
პედაგოგებმა შეძლეს, სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინათ, არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა განათლების მიღების გარეშე. პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი ქვეყანა, ამიტომაც მათი მისია დიდია საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ განათლება ხელისუფლების პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას, ასევე მასწავლებლის პროფესიის ღირსეულად დაფასებას.
მასალის გამოყენების პირობები