დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური მოვლენად აფასებს, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

"გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას. საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა უაღრესად პროდუქტიულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ თანამშრომლობისა და რეფორმების საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება ევროკავშირთან მნიშვნელოვან საფინანსო შეთანხმებებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მლნ ევროს შეადგენს და რაც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებასა და გაუმჯობესებას.

შეხვედრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის აქტიური და უფრო ქმედითი ჩართვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომ გაღრმავებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს" - წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.