"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია დღეს შამგონისა და ინგირის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
"შეხვედრები გრძელდება, დღეს ინგირის და შამგონას მოსახლეობას შევხვდი, გავეცანი მათ პრობლემებს და გადაუჭრელ საკითხებს. შევათანხმეთ პრობლემების გადაჭრის გზები. 31 ოქტომბერი საქართველოში უმოქმედობის ხანის დასრულების დღეა. საქართველო და ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს!", - განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებლად გააგრძელებს ადგილობრივებთან შეხვედრებს და გაეცნობა მათ პრობლემებს.
მასალის გამოყენების პირობები