დაფინანსებული
,,ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ჩიქოვანს აფასებენ - ის პროგრესული, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანია
მაღალი თანამდებობის პირები და პარტია ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ახასიათებენ, როგორც გამოცდილ, პროფესიონალ, განათლებულ პოლიტიკოსს, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩიქოვანის პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ირაკლი ჩიქოვანს პროგრესულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანმა იცის ყველა ის გამოწვევა რაც ზუგდიდს გააჩნია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საგარეო ასპარეზზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ირაკლი ჩიქოვანი არის კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც არაერთი წელი აქვს გატარებული ქვეყნის სამსახურში.

,,ირაკლი ჩიქოვანს თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებით, არაერთი წელი აქვს ქვეყნის სამსახურში გატარებული. მე პირადად მაქვს მასთან მუშაობის გამოცდილება და ზუსტად ვიცი, რომ ის პროგრესული, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც ღირსეულად დაიცავს მშობლიური ზუგდიდის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში”-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი არის ის პიროვნება, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური ღირსება და პატივია.

,,ირაკლი ჩიქოვანი არის ახალგაზრდა, პროგრესული, განათლებული ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია ემსახუროს თავის ქვეყანას“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანმა ზედმიწევნით იცის ყველა ის გამოწვევა, რომელიც ზუგდიდში აწუხებთ.

,,ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის და ზუგდიდელების ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საქართველოს პარლამენტში.მაჟორიტარობის კანდიდატი გვინდოდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ამ კუთხეს, ვინც დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში. ზედმიწევნით იცის ყველა ის გამოწვევა რომელიც აწუხებთ ზუგდიდში. ყველაზე მეტი მხარდაჭერა და სიყვარული ირაკლი ჩიქოვანმა დაიმსახურა”- აცხადებს კალაძე.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ჩიქოვანი საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს:

,,ირაკლი ჩიქოვანი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საგარეო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნისა და გუნდის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.