დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი - ჩემი ამოცანაა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა დევნილს, ვისაც საჭიროება აქვს,  უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი. მისი განცხადებით, დევნილების საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, ბინების მშენებლობის, ბინების შესყიდვის და სოფლად სახლის პროგრამები.

"ჩვენ წლებია დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვცხოვრობთ და აქ უკვე არ არის ზღვარი დევნილებსა და ზუგდიდელებს შორის, ჩვენ ერთი გვტკივა, ერთი გვაერთიანებს და ერთი გვახარებს, შესაბამისად მიზნებიც საერთო გვაქვს, თუმცა ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გვრჩება პრობლემა და ესაა საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ათი ათასობით ოჯახმა ისარგებლა უკვე იმ პროგრამებით, რომელიც შეთავაზებული იყო სახელმწიფოს მიერ. ჩემს ამოცანას წარმოადგენს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ. ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ამისთვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ახალ წლამდე ჩვენ 1000 -მდე ბინის განაწილება შეგვიძლია. ეს იქნება ამ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელშეწყობა. ამის გარდა არის კონკრეტული პროგრამა და დევნილთა სააგენტომ უკვე გააკეთა ამაზე განაცხადი 500 ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით, წლის მეორე ნახევარში კიდევ დამატებით 500 ბინის შესყიდვას ვგეგმავთ და პრაქტიკულად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად დავასრულებთ ამ პრობლემას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.