"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"ძვირფასო ზუგდიდელებო, პირველ რიგში დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმისათვის, რომ მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ არჩევანი, არჩევანი რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარებული გახდეს. აუცილებელია თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში და ყველამ ერთად გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მასალის გამოყენების პირობები