კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“, რომლის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.
საქართველოში, მაღალმთიან და სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური
სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი,
უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის
უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი
ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან.
პროექტი, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში
მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან იმუშავებს და მათ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და სერვისებს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში
შექმნილი მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების ხელშეწყობა.
მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ანა ციცაგს, პროექტის კოორდინატორს,
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
მასალის გამოყენების პირობები