დაფინანსებული
ზუგდიდში კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
ზუგდიდს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მალე კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ექნება. კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის პრეზენტაცია, დღეს ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, EU4Culture პროექტის გუნდის ხელმძღვანელი ანატოლი ბაიფერტი, ექსპერტი/კონსულტანტი ლევან ხარატიშვილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა წოწერიამ ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის არსებობა.

"პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის იქმნება კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან განისაზღვრება ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ გახდება უფრო მიზანმიმართული, გეგმაზომიერი და შედეგზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა ეს იქნება უნიკალური, რომელიც გაითვალისწინებს ზუგდიდის კონტექსტს, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი სტრუქტურა სტრატეგიის, ასევე გამოვავლინოთ ის გამოწვევები, რომელიც აქტუალურია მუნიციპალიტეტისთვის და დავსახოთ ამ გამოწვევებისათვის საპასუხო ადეკვატური ღონისძიებები. მე მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომლის აპლიკანტი გავხდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ვიყავით შერჩეული და გადმოგვეცა საგრანტო დაფინანსება 30 000 ევროს ფარგლებში, სწორედ ამ დოკუმენტის შექმნის მიზნით", - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერის თქმით დოკუმენტის შემუშავების პროცესში მთავარი და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ზუგდიდის რეალობას. ევროკავშირის მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას, ზუგდიდის გარდა ფოთი და ქუთაისი შეიმუშავებენ.

ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა, ფოთმა და ქუთაისმა კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.