დაფინანსებული
"საბუკომ" კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პროექტის მიმდინარეობა და შედეგები შეაჯამა
31 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის "გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში" დასკვნითი შეხვედრა და პრესკონფერენცია გაიმართა. პროექტს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის "საბუკო" 2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის აუზის დაცულ ტერიტორიებზე მოქმედი ანთროპოგენული ზემოქმედების შესწავლა და მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება. ამისთვის, საქართველოს მხრიდან კოლხეთის ეროვნული პარკი, ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ჰაბიტატების სიმრავლისა და ინვაზიური სახეობების გავრცელების გამო შეირჩა.
"ამ მიმართულებით ჩატარდა ბევრი სამუშაო. კოლხეთის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მისი შენარჩუნება, დაცვა, აღდგენა მოითხოვს მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებს და მონიტორინგს. "საბუკომ" გასწია დიდი სამუშაო. ეს შეეხება ჰაერისა და ატმოსფეროს შესახებ მონაცემების შეგროვებას. პალიასტომის ტბასა და მის შენაკადებზე დააყენეს ლარტყები, მონაცემები ყოველდღიურად მუშავდება, შეჯამდება და გამოყენებულ იქნება შესაბამისობაში. ასევე მნიშვნელოვანია წავის შესახებ მონიტორინგი, რომელიც არის წითელი ნუსხის სახეობა. ერთ-ერთი მთავარი სამუშაოა დრონით კადრები ინვაზიური სახეობების შესახებ, რომელთა გავრცელების არეალი იზრდება. დაკონკრეტდება არეალი და დაისახება გადაჭრის გზები. სამუშაოებში ჩართულები იყვნენ რეინჯერები, მოსახლეობაც. ამ მონაცემებს დავამუშავებთ, გაკეთდება ანალიზები, გამოყენებული იქნება კვლევებისთვის. მადლობა "საბუკოს" და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამით არ დასრულდება", - აღნიშნა  კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა.

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას, საბუკოს წარმომადგენლებმა, პროექტის შედეგები გააცნეს. ორი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა განხორციელდა. პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდა წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემები, განხორციელდა ჰაბიტატების კვლევა სრულიად ინოვაცოური მეთოდით - დრონის გამოყენებით. შემუშავდა ძუძუმწოვრებისა და ფრინველების კვლევის მეთოდოლოგია და დაიწყო სახეობების ახალი მიდგომებით კვლევა. პროექტის მსვლელობისას, კვლევისა და მონიტორინგის პროცესში საბუკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებიც.
"პროექტში ჩართული ვარ 2 წელია, ვახორციელებდით ნუტრიას და წავის კვლევას პალიასტომის ტბასა და მის შენაკადებზე. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბულგარეთში, სადაც აშენდა ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს აქვთ საშუალება განახორციელონ კვლევები. ეს ახალი შესაძლებლობაა ბიომრავალფფეროვნების კვლევისთვის, მეცნიერებისთვის, შეისწავლონ არსებული სიტუაცია, ახალგაზრდებისთვის, რომ განავითარონ ცოდნა და გამოცდილება. დღეს კი გავაცანით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას მიმდინარე პროცესი, საბოლოო ანგარიში, ასევე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა - სომხეთმა,  ბულგარეთმა და რუმინეთმა წარადგინეს კვლევის შედეგები", - თქვა "საბუკოს" კონსერვაციის ოფიცერმა გიორგი ჩიკორაშვილმა.

"საბუკოსა" და კოლხეთის ეროვნულ პარკს შორის გაფორმდა ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პარკის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პროექტის განმავლობაში შეძენილი ინვენტარით, მათ შორის მონიტორინგის სისტემებით სარგებლობას გააგრძელებენ. ერთობლივი მონიტორინგი და კვლევები ორივე მხარის ჩართულობით მომავალშიც არის დაგეგმილი.
"ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა, უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებული მხარეების ჩართვა, მათ შორის, ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ექსპერტების, მეცნიერების, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირების, მეთევზეების, ახალგაზრდების. მათ ორი წლის განმავლობაში შეხვედრებსა და ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მემორანდუმი მზადდება, რომლის თანახმადაც  "საბუკოს" სარგებლობაში არსებული ნავი გადაეცემა ეროვნულ პარკს, რაც გააადვილებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა სახეობაზე მონიტორინგისთვის", - ამბობს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ხათუნა ქაცარავა.

პროექტის შედეგად შეგროვილი მონაცემები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მოგვიანებით გახდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.