არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა - ანუ პასუხი იმაზე, რა
გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ ხალხთან თანამშრომლობით - ზუგდიდში USAID - სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ზუგდიდელები და ქალაქის ვიზიტორები ესტუმრნენ ქართულ ტრადიციულ სუფრას, მოუსმინეს თამადას, გაიცნეს თანამოქალაქეები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს და რეგიონს უკეთესობისკენ ცვლიან
თანამედროვეობისა და ტრადიციის შერწყმის ყველაზე კარგი მაგალითი მოლაპარაკე ციფრული ქვევრი გახდა. გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭელთან ესაუბრათ და საქართველოსა და USAID - ის თანამშრომლობის, ისტორიის, განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
USAID საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. Ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ამერიკელი ხალხის საშუალებით, $1.9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა გაუწია ქვეყანას. USAID, როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული პარტნიორი.
საქართველოსა და USAID- ის თანამშრომლობაზე სასაუბროდ “ არაჩვეულებრივი გამოფენა” საქართველოს სხვა კუთხეებსაც ესტუმრება.
მასალის გამოყენების პირობები