ზუგდიდის მერიამ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საქართველოსა და
ევროკავშირის დროშები
გამოფინა.
„საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, სავიზო
რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შესრულდა და
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ღირსეულად შეაბიჯებს ევროპულ
ოჯახში. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!“- აცხადებს ქალაქის მერი ირაკლი
გოგოხია.
ევროკომისიამ, 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით,
საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტი, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა, დადებით შეფასებებს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ
საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა
ვალდებულება შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები