აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსულ პენსიას მიიღებენ
დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთში მუდმივად
მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების
საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი სარატიფიკაციო სიგელები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და
რუსეთში "აფხაზეთის ელჩმა" იგორ ახბამ გაცვალეს.
შეთანხმებას 2015 წლის 14 აპრილს სოჭში მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები