ზუგდიდში მოსწავლეებს ნატოზე და ევროკავშირზე ესაუბრნენ (ვიდეო)
17:48 / 07.04.2016
საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და არსებული გამოწვევების
შესახებ
დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს ესაუბრნენ.
ახალგაზრდებს "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის"
დამფუძნებელი და ლიდერი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული
ახალგაზრდული ცენტრი" ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი შეხვდა.
მან მოზარდებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების დღის
წესრიგისა და არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ახალგაზრდა
ლიდერს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
შეხვედრა "ნატო-ს კვირეული 2016"- ის ფარგლებში იმართება. პროექტის
მხარდამჭერები არიან სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ" და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი
საქართველოში.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები