სოხუმში 28 მაისს არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო მსოფლიო
ჩემპიონატი - ConIFA 2016 გაიხსნება.
"დინამოს" სტადიონზე ამ დღეს გახსნის ცერემონია ჩატარდება.
საერთაშორისო ტურნირში მასში 12 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.
ამ დროისათვის სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები
დასრულებულია. აფხაზური მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო მოედნის
კომპლექტაციისთვის საჭირო აღჭურვილობა ერთი კვირის წინ
ჩამოიტანეს.
სამშენებლო კომპანიის "აფსნირგილარა" ინფორმაციით, მათ შესაძენად და
რუსეთიდან აფხაზეთში ჩასატანად 3 მილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები