პირველი ოთხი დოკუმენტი რაულ ხაჯიმბამ პირადად გასცა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტების აღრიცხვისა და
ავტომატიზაციის ინოვაციური სისტემის პრეზენტაციას დე ფაქტო აფხაზეთის
პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ - მინისტრი არტურ მიქვაბია და
რუსული "გოზნაკის" დირექტორი არკადი ტრაჩუკი დაესწრნენ.
არტურ მიქვაბიას განცხადებით, მოსახლეობის პასპორტიზაციასთან
დაკავშირებულ ღონისძიებებზე 100 მილიონზე მეტი რუბლი დაიხარჯა.
მისივე თქმით, ახალ პასპორტებს დაცვის მაღალი ხარისხი აქვთ.
პასპორტები რუსულმა "გოზნაკმა" დაამზადა.
მასალის გამოყენების პირობები