სოხუმის სკოლებში დღეს სასწავლო წელი დასრულდა. 431- მა მოსწავლემ კი
ბოლო ზარის დღე აღნიშნა.
აფახაზური მედიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის
მასშტაბით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
სოხუმის განათლების სამმართველოს უფროსის ლიუდმილა ადლეიბას
განცხადებით, გამოსაშვები კლასების მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების
დონე წელს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წლებში.
მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესდა აფხაზური ენისა და
ლიტერტურის გამოცდების შედეგებიც.
“წელს, მეოთხედან დაწყებული, ყველა კლასებში, ჩვენ შემოვიღეთ აფხაზური
ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები. იმედი მაქვს, რომ ეს მიგვიყვანს
მშობლიური ენის შესწავლის გაუმჯობესებამდე“, - აღნიშნა ადლეიბამ.
მასალის გამოყენების პირობები