განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა (ვიდეო)
23:13 / 29.07.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე ის ზოგადი განათლების
საკითხს შეეხო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ინიციატივებზე და
პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
განათლების მინისტრის განცხადებით, მასსა და პედაგოგებს შორის
რეგულარული კომუნიკაციის მიზნით, ის რეგიონებში პერიოდულად ჩამოსვლას
აპირებს.
„ჩემი სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ მსაწავლებლებთან
მქონდეს ურთიერთობა. პირდაპირ და გახსნილად ვუთხრა რას ვახერხებ და
რას ვერ ვახერხებ, ხოლო მათგან მოვისმინო რა არის მათთვის
მნიშვნელოვანი. მე ვეცნობი ჩემ კოლეგებს, რომლებსაც აქამდე არ
ვიცნობდი, ვცდილობ ჩემი ხედვა გავუზიარო თუ როგორ უნდა შეიცვალოს და
განვითარდეს ზოგადი განათლების სისტემა. გახსნილი კომუნიკაცია არის
ჩვენი რეფორმის დასაყრდენი“-აღნიშნა მან.
მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა ხაბუმეს საჯარო სკოლაში გამართა,
სადაც წალენჯიხის და ჩხოროწყუს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლებს
შეხვდა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლის სააქტო
დარბაზში გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები