ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
მან შეხვედრები გამართა ხურჩის, კოკის, ორსანტიის და ახალკახათის
მოსახლეობასთან. წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მერი დავით
ნარმანიაც შეუერთდა. მან ამომრჩევლებს მიმართა.
"ედიშერი ჩვენი გუნდის წევრია. სწორედ ეს არის ჩემი ზუგდიდში
ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. ჩამოვედი ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ სოფელ
კოკში.
მინდა აღვნიშნო, რომ ედიშერი მოდის შესანიშნავი ოჯახიდან. ის
ყოველთვის იყო იმ გარემოში, სადაც არის წესიერება და საქმის ერთგულად
კეთება. 2014 წელს, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობდა
მსჯელობა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტებში გამგებლობის
კანდიდატები, ედიშერი იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც პარტიამ
ერთხმად წარადგინა. სწორედ იგივე შემთხვევაა 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებზეც, "ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ედიშერის
კანდიდატურა განიხილა, რადგან ამ ადამიანს ბევრი აქვს გაკეთებული
თავისი გამგებლობის პერიოდში. ის ცდილობდა მუნიციპალიტეტში რაც
შეიძლება მეტი პროექტი განეხორციელებინა".
ედიშერ თოლორაია მმართველი პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში
წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები