სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს (ვიდეო)
17:14 / 05.09.2016
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი საარჩევნო კამპანიის
ფარგლებში სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა. მან სოფლის
მაცხოვრებლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და
საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ვესაუბრე ხალხს, ისინი ჩვენგან კონკრეტულ პროექტებს ელოდებიან, ეს
იქნება პენსიების გაზრდა, სოციალური დახმარება. წამლები უნდა შევიდეს
სადაზღვევო პაკეტში და ასევე, უნდა დაფასდეს ექთნისა და ექიმის
პროფესია“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
შეხვედრის მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა, თუმცა, სიტუაცია მალევე
განიმუხტა.
ჯიხაშკარის შემდეგ დეპუტატობის კანდიდატი ზედაეწერში, ინგირსა და ახალ
აბასთუმანში განაგრძობს შეხვედრებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები