„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თხილის
ბიზნესისა და ლაზიკის შესახებ ისაუბრა. როგორც
რულოვსმა აღნიშნა,
აუცილებელია აგრონომებთან ერთად სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა,
რომელიც თხილის ე.წ.
„დაავადების“ შეჩერებას
უზუნველყოფს.
„თხილის კულტურა ძალიან შრომატევადია და ამაზე დგას მთელი
სამეგრელო“ , - დასძინა მან.
რაც შეეხება ანაკლიის პორტისა და ლაზიკის მშენებლობას, მისი თქმით, ეს
პროექტი უდიდესი მნიშვნელობისაა და ათასობით სამუშაო ადგილს
შექმნის.
„სამწუხაროდ, პროექტი იყო იგნორირებული.
დღეს უნდა ყოფილიყო ქალაქიც და პორტიც, თუმცა, არ განხორციელდა. ახლა
ორმაგი ტემპით მუშაობაა საჭირო, მთავარია, მმართველობა იყოს
პასუხისმგებელი და ჰქონდეს სწორი კურსი“, -
აღნიშნა რულოვსმა.
ამ საკითხებზე მან რადიო
„ათინათის“
თოქ-შოუ „კანდიდატში“ სტუმრობისას ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები