Winrock International Georgia, USAID-ისა და ქალაქ ზუგდიდის
მერიის მხარდაჭერით, ქალაქში „დაბალემისიებიანი განვითარების
შესაძლებლობათა გაძლიერება“ სუფთა ენერგიის პროგრამა ახორციელებს.
ამ პროგრამის ფარგლებში დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე ენერგოეფექტური გარე
განათების, ხოლო სკეიტ პარკში ე.წ. „მზის ხის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„მზის ხე“ უსაფრთხო ენერგიის წყაროა, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში
50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა შეუძლია.
პრეზენტაციას ქ. ზუგდიდის თვითმმართველობის, აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოსა და „ვინროქ ინთერნეიშენალ ჯორჯიას“
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები