დღეს სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის
"მეგობრობისა და შეთანხმების შესახებ მთავრობათა შორის შეთანხმებას"
მოეწერა ხელი.
შეხვედრაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა
და ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ბურმან სირილმა
მიიღეს მონაწილეობა.
ხელმოწერის პროცედურის შემდეგ ნაურუს წარმომადგენელი რაულ ხაჯიმბას
შეხვდა.
ნაურუს რესპუბლიკასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის "დიპლომატიური
ურთიერთობები" 2009 წელს დამყარდა.
მასალის გამოყენების პირობები