სოხუმში ადგილობრივი ტელევიზიის შენობის
ტერიტორიაზე, დაახლოებით 07:05 სთ-ზე მოსკოვის დროით,
აფეთქება მოხდა.
დე-ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ასლან
კობახიას ინფორმაციით, თავი აიფეთქა მამაკაცმა, რომლის
ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი
მოწყობილობა.
"სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო.
მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, მუშაობს ყველა ძალოვანი
სტრუქტურა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები