"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. გამოკითხულთა
34% კი თვლის, რომ
დასაქმებულია. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ
აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია.
NDI-ის კვლევამ ასევე უჩვენა, რომ გამოკითხულთა
72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს
ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 18%-ისთვის ეს
მიუღებელია. რაც შეეხება ნატო-ს, მასში
გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი
წინააღმდეგია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს
მოიცავს და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით
გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი
+/-1,8%-ია.
მასალის გამოყენების პირობები