ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მოქალაქეებმა
აქციით აღნიშნეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან
უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათ აქციაზე
საკუთარი ძაღლები ჰყავდათ მოყვანილი.
„ჩვენ გვინდა გავაგებინოთ მუნიციპალიტეტს, რომ აუცილებელია
ქალაქში არსებობდეს ძაღლთა თავშესაფარი. ძაღლებსაც გააჩნიათ მათი
უფლებები და ვალდებულები ვართ, დავიცვათ ისინი“, - თქვა
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეგნატე
შამუგიამ.
„ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს მიუსაფარ ძაღლებს და
არ გადაიყვანოს ისინი სასაკლაოზე. ჩვენ მუდმივად ვუერთდებით მსგავს
აქციებს და ვიცავთ მიუსაფარ ცხოველებს“, - აღნიშნა
„თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ემზარ
კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში 2011 წლიდან
აღინიშნება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები