რეგიონი
მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო (ვიდეო)
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ და პოეტმა თემო შენგელაიამ საერთო კრებული ზუგდიდელ მკითხველს Art-House-ში წარუდგინეს. „ორსახოვან“ წიგნში სახელწოდებით „ჩვენ“ ორივე ავტორის ლექსებია თავმოყრილი. ღონისძიება ზუგდიდში პოეტებისა და მათი მეგობრის ლიკა როგავას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

მამა პეტრემ განაცხადა, რომ სამეგრელოში სტუმრობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მომავალში, რუხის ციხეში უფრო მასშტაბური ღონისძიებაც დააანონსა.

ხშირად მქონია შემოქმედებითი საღამოები ზუგდიდში...დღეს ჩვენ სხვა კურსით წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ეს ჩემი და თემოს ერთობლივი პროექტია და ვცდილობთ რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაუროთ, რომ გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება“, - თქვა მამა პეტრემ.

თემო შენგელაიას თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მეგობრობა წიგნშიც აესახათ. კრებულშიც, რომელიც ორსახოვანია, ერთ მხარეს შენგელაიას ლექსებია, მეორე მხარეს კი მამა პეტრეს.

თბილისის შემდეგ გეზი ავიღეთ სამეგრელოსკენ, რადგან აქ არის ჩვენი ჯიში, ჯილაგი, ფესვები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პრეზენტაცია გაგვკეთებინა ზუგდიდში“, - აღნიშნა შენგელაიამ.

საღამოზე პოეტებმაზუგდიდელებს მომავალი დღესასწაულები მიულოცეს და მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მკითხველებმა კრებული შეიძინეს. თემო შენგელაიასთვის ეს ლექსების მეორე კრებულია.

ამავე თემაზე:

პროფესიით იურისტი ზუგდიდელი პოეტი (ვიდეო) 

თემო შენგელაიას პოეზიის საღამო ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდში მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო გაიმართება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.