რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით კომისიის სამი წევრი დაიკითხა.

ყოფილმა საჯარო მოხელემ ალიოშა ალანიამ გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას ნეპოტიზმში დასდო ბრალი და უთხრა, რომ ოქტომბრისა და დავითიანის გამგებლებად მან საკუთარი ახლობლები მიიყვანა. წოწერიამ კი ბრალდება უარყო და ალანია სიცრუეში დაანაშაულა.

„ბიძაჩემმაც და ეკატერინე აბაკელიამაც, რომელიც ჩემი ახლობელი არ არის, თქვენგან განსხვავებით, წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. თქვენ კი უკვე ორჯერ ჩაიჭერით“, - მიმართა პროცესზე წოწერიამ ყოფილ გამგებელს.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, წოწერიას განმარტებით, მან თითოეული მათგანი გაცემული პასუხებისა და შესრულებული წერითი დავალებების მიხედვით შეაფასა.

გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა, რომ მას ატესტაციაში მონაწილეთათვის კითხვები არ დაუსვამს, მანვე გამარტა, რომ სხდომა მხოლოდ მაშინ დატოვა რამდენიმე წუთით, როდესაც გასაუბრებაზე მისი ძმა შემოვიდა. 

კითხვები არ დაუსვამს საჯარო მოხელეებისთვის საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრს მურმან ნაჭყებიას. მისი განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, თუმცა ამბობს, რომ შეფასებისას პოლიტიკური მოტივით არ უხელმძღვანელია და მისი მხრიდან უარყოფითი შეფასება გამგებლების არასათანადო პასუხებმა გამოიწვია.

გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ მოსარჩელე მხარის იურისტები და აღნიშნავენ, რომ მოწმეების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ შეფასების დოკუმენტი საბოლოოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიმუშავა.

რაც შეეხება საიას შეკითხვას, რატომ არ დაუჭირეს კომისიის აღნიშნულმა წევრებმა მხარი ამ ორგანიზაციის დასწრებას ატესტაციის პროცესზე, ნაჭყებიამ განმარტა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საია იქნებოდა თუ არა გასაუბრებაზე. წოწერიას თქმით კი, ეს ფაქტი შედეგებზე არავითარ გავლენას არ მოახდენდა.

„რაც შეეხება საიას განცხადებას მათი არდასწრების შესახებ, ეს გამორიცხავს მიკერძოებას, რადგან ჩვენ კომისიაში წარმოდგენილი გვყავდა კანონით მოთხოვნილი აუცილებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განმარტა წოწერიამ. გასაუბრების პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით, წოწერიამ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, აუდიო ჩაწერა ყოფილიყო.

მომდევნო სასამართლო სხდომა 26 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

ამავე თემაზე:

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.