გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა (ვიდეო)
17:26 / 26.04.2017
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების
საქმეზე გამგებლის ყოფილი მოადგილე
გიზო სართანია დაიკითხა. მისი მტკიცებით, მისი და მისი
მეგობრების, მათ შორის, ყოფილი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას
მიმართ პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის გამგებლობის
კანდიდატად „პატიოტთა ალიანსიდან“ დარეგისტრირდა.
„კახა კვარაცხელიას ემუქრებოდნენ, რომ ის არჩევნების მეორე დღესვე
დატოვებდა სამსახურს, იყო სიტყვიერი და პიზიკური შეურაცხყოფაც... მე
ამასთნა დაკავშირებით გუბერნატორს ვესაუბრე, ის დამპირდა, რომ დევნა
შეწყდებოდა, თუმცა, მომატყუა“, - აღნიშნა სართანიამ.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მას მამუკა
წოწერია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ლაშა გოგიას თხოვნით,
თანამშრომელთა ატესტაცია უნდა ჩატარებულიყო.
„გავამარჯვებინეთ ლაშა გოგიას, მე ვრჩებოდი იქ და წოწერიამ გოგიას
ნათქვამი გადმომცა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები უნდა
გათავისუფლებულიყვნენ. ამაზე მე უარი უარი ვუთხარი და მივიღე პირობა,
რომ ატესტაცია მხოლოდ კვალიფიკაციის შესამოწმებლად, ღიად და
გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა, მოხდა პირიქით“, - განაცხადა
სართანიამ.
მის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია
და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.
„ატესტაციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ეს
ინიციატივა სართანიას შევთავაზე. ატესტაციის მიზანი კი მხოლოდ
თანამშორმელთა კვალიფიკაციისა და ზოგადად, გამგეობის სტრუქტურული
ერთეულების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება იყო“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ წოწერიამ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მაისს დაინიშნა.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი
დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე
გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი
გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური
ნიშნით გაუშვეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები