ტელეკომპანია "ოდიშის" საინფორმაციო სამსახურის
უფროსი ნანა ქობალია გავრცელებულ ინფორმაციას მისი
სამსახურიდან წასვლის შესახებ
არ ადასტურებს.
ჟურნალისტმა რადიო "ათინათს"
განუცხადა, რომ ის ტელევიზიაში რჩება და სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებას ჩვეულებისამებრ განაგრძობს. რაც შეეხება ინფორმაციას მის
მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, ამ თემაზე კომენტარს არ
აკეთებს.
შესაბამისად, ტელევიზიის დატოვებას აღარ აპირებს და სამსახურში რჩება
ჟურნალისტი ლევან კალანდიაც.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანა ქობალიამ
ტელეკომპანია "ოდიში" დატოვა, თუმცა, მან აღნიშნულზე
კომენტარი არ გააკეთა.
ამავე თემაზე:
ტელეკომპანია "ოდიში" შესაძლებელია ჟურნალისტებმა
დატოვონ
მასალის გამოყენების პირობები