ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურის მატჩი, რომელიც ზედა ეწერის სტადიონზე
გაიმართა, ს.კ. „ზუგდიდმა“ ბოლნისის „სიონთან“ წააგო. შეხვედრა
სტუმრების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
პირველი გოლი მატჩის 18-ე წუთზე „სიონის“ ფეხბურთელმა ჯაბა უგულავამ
გაიტანა, მეორე ბურთი კი ჯაბა დვალმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო.
60-ე წუთზე „ზუგდიდის“ მოთამაშემ ცოტნე სამუშიამ ანგარიში 2-1 გახადა,
სამ წუთში კი მასპინძლებმა ლაშა კუკავას გოლით თანაფარდობა აღადგინეს,
თუმცა 66-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ საბოლოო ანგარიში 3-2
დააფიქსირა.
ს.კ. „ზუგდიდი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ერთადერთი გუნდია, რომელიც ცხრილში
მოგების გარეშეა დარჩენილი და ბოლო ადგილზეა.
ამავე თემაზე:
ს.კ.
„ზუგდიდი“ „სიონს“ დღეს ზედა ეწერის სტადიონზე უმასპინძლებს
მასალის გამოყენების პირობები