ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)
15:41 / 08.05.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ენმ-ის
წევრის ლევან თორიას ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს. ის ამბობს, რომ
თორია
ციფრებით მანიპულირებს და მის მიერ გაჟღერებული
ინფორმაცია გამგეობის ფაქტობრივ ხარჯს არ შეესაბამება.
,,2016 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქის მერიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპულატაციო ხარჯებმა 259 000 ლარი
შეადგინა. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ჩვენ წლის
განმავლობაში საკრებულოს და გამგეობას ორივეს ერთად 5 949 ლარი
გვქონდა ხარჯი. შედარებისთვის მინდა მოგიყვანოთ 2012 წლის მონაცემები
იგივე სახის ხარჯებთან დაკავშირებით. 2012 წელს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების
საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყოფილი აქვს 480 ათას ლარზე მეტი,
ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 45 ათას ლარამდე. ეს მაშინ, როცა
არცერთ ადმინისტრაციულ ერთეულს არ ემსახურებოდა არც დასუფთავების და
არც კეთილმოწყობის სამსახური", - განმარტა წოწერიამ.
რაც შეეხება ზუგდიდის მერიას, იქ აცხადებენ, რომ თორიას მიერ
გახმოვანებული ციფრები არარეალურია, არსებული ინფორმაცია საჯაროა და
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ
პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს ბრიფინგი გამართა. მან
ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და
განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის
იყენებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები