ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ოზურგეთის სახელმწიფო
დრამატულმა თეატრმა მორიგი სპექტაკლი ემიგრანტ ქალებს მიუძღვნა.
მაყურებელს
ახალგაზრდა რეჟისორმა მამუკა ბაბილოძემ ქართველი კლასიკოს-დრამატურგის
პოლიკარპე კაკაბაძის ექსპერიმენტული პიესა „სამი ასული“ შესთავაზა.
სპექტაკლში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რომლებსაც მსახიობები:
ანი გოდერძიშვილი, შორენა გვეტაძე და თამარ მდინარაძე თამაშობენ.
წარმოდგენაში ემიგრაციაში ყოფნის ის სირთულეებია გადმოცემული, რასაც
ემოგრანტი ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.
„ჩემი საახლობლოდან უამრავი ქალი, წლებია, წასულია
საზღვარგარეთ და სამშობლოში ვერ ბრუნდება. ამ სპექტაკლით გვინდა, რომ
ვაჩვენოთ ის რთული პირობები, რომელშიც მათ ოჯახიდან შორს უწევთ ყოფნა.
საქართველოდან ქალების ემიგრაცია დიდი პრობლემაა, სახელმწიფო უნდა
დაფიქრდეს ამ პრობლემაზე და უნდა მოძებნოს გამოსავალი“,-
თქვა ერთ-ერთმა მსახიობმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ზუგდიდელ მაყურებელს და აღნიშნა, რომ
ქალაქში განსაკუთებული აუდიტორია დახვდათ. ოზურგეთის თეატრი ტურნეს
ფარგლებში დღეს ზუგდიდში ბოლო სპექტაკლ „ნერგს“ გამართავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები