ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ექვსი მედალი სამეგრელოს რეგიონის
ფედერაციამ მოიპოვა. 12 წლამდე
გოგონათა შორის, ფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მოჭადრაკეებმა
პირველი ადგილი დიანა ლომაიამ და მეორე კი ელენე წოწონავამ მიიღეს. 12
წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია გავიდა, იგი
ფოთის საჭადრაკო სკოლას წარაოადგენდა. 16 წლამდე გოგონათა შორის,
მეორე ადგილი ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მაია ბეჭვაიამ
მოიპოვა. მესამე ადგილზე, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, სენაკელი გიორგი
ჭანტურია გავიდა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილის
მფლობელი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკე ანი ჭანტურია გახდა.
ჩემპიონატზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (ფედერაციის პრეზიდენტი
გერმანე სალია) მოჭადრაკეებმა იმერეთისა და თბილისის ფედერაციების
შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.
საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდის
საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა:
1. ნიკოლოზ შამათავამ (პირველი ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
2. გრიგოლ ბეჭვაიამ (მესამე ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
3. ეკატერინე ბეჭვაიამ (მეორე-მესამე ადგილები გაიყო 14 წლამდე
კატეგორიაში).
მასალის გამოყენების პირობები