მოსკოვთან ხელმოწერილი დოკუმენტი სოხუმში არაერთგვაროვნად შეაფასეს
დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა
შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების
შესახებ. აფხაზეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი დე ფაქტო
რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ, ხოლო რუსეთის მხრიდან შს
მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა მოაწერეს. აფხაზური მედიის ცნობით,
ცენტრი ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის კოორდინაციას
ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ სოხუმში არაერთგაროვნად შეაფასეს აღნიშნული ცენტრის
გახსნა. „პარლამენტის დეპუტატთა“ და საზოგადო მოღვაწეთა ნაწილმა
გაავრცელა მიმართვა, რომელშიც დოკუმენტის ხელმოწერის დროებით
შეჩერებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი
„კითხვებს ბადებდა და შეშფოთებას იწვევდა“. მიუხედავად ამისა, სოჭში
დოკუმენტს ხელი მოეწერა.
მასალის გამოყენების პირობები