სენაკში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის
დირექტორის
მოადგილემ ტომას მოლსმა მავნებელ მწერთან ბრძოლისთვის საჭირო
აღჭურვილობა და სამუშაოები დაათვალიერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს
ცნობით, შესაბამისი აღჭურვილობა და პრეპარატები საქართველოს მთავრობას
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP)
ფარგლებში უსასყიდლოდ გადაეცა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, რაც ხელს
შეუწყობს ქიმიური წამლობის სწორად დაგეგმვას. მავნებლის საწინააღმდეგო
ღონისძიებების დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო
კულტურების დაცვისთვის და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“,
- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა სოფლის მეურნების სამინისტროსა და
ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმაც მიიღეს.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია
აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის
ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი.
მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით
შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი
პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016
წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის
დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა
სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
ამავე თემაზე:
აზიური
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებისთვის 12 420 ლარი
გამოიყო
აზიური ფაროსანას
დამჭერი ხაფანგების დამონტაჟება დაიწყო
აზიურ ფაროსანასთან
ბრძოლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
„აზიური ფაროსანას“
წინააღმდეგ ბრძოლისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება
მასალის გამოყენების პირობები