სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო
სამუშაოები გრძელდება. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის
ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები თითქმის შეუწყვეტლივ
მიმდინარეობს.
„ასეთი იოლი არ არის ენგურში ადამიანის პოვნა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე
მისი პოვნის მინიმალური შანსებია“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ ჟორჟოლიანმა.
სვანეთში, კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მანქანა მდინარე
ენგურში გადავარდა. ავტომობილის მძღოლი, 40 წლამდე მამაკაცი,
სავარუდოდ, გარდაიცვალა. ის კალადან Mitsubishi Delica-ს მარკის
ავტომობილით წუხელ წამოვიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,
ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე:
ენგურში
მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა
ენგურში გადავარდნილი
მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
მასალის გამოყენების პირობები