"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მედიკოსებს შეხვდა (ვიდეო)
18:16 / 22.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის
მერობის კანდიდატი მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ლაშა გოგიამ მედიკოსებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და ასევე,
მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა,
გოგიამ ჯანდაცვის მიმართულებით, ახლი პროგრამების შემუშავებაზე,
ექიმთა საბჭოს შექმნასა და საავადმყოფოების რეაბილტაციის
აუცილებლობაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა დამსწრეებს პირობა მისცა,
რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში არსებულ საავადმყოფოს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„საუბარი იყო იმაზე, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში. ჩემი ოცნებაა ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფო აღდგეს
და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაიწყოს ფუნქციონიერება.
ერთ-ერთი ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული საავადმყოფო
იყო“, - თქვა გოგიამ.
შეხვედრის დასასრულს სცენაზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა
ავიდა და მედიკოსებს ლაშა გოგიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ექიმებო ,პროფესიონალებო, ჩვენო ერთგულებო. გვიყვარხართ ძალიან, ხმა
მივცეთ ლაშა გოგიას , ნომერ 41-ს, ხმა მივცეთ "ქართულ ოცნებას",
მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სადაც შვიდი
ადამიანია გათვალისწინებული, შვიდი ექიმი და კოდექსით შეიძლება იყოს
გათვალისწინებული ფრაქცია "ექიმები", ფრაქცია "ექიმები ქალაქებიდან"
და ფრაქცია "ექიმები სოფლიდან". ღმერთმა გისურვოთ წარმატება და
ბედნიერება!“,- უთხრა ექიმებს მაიზერ ნანავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს
გაიმართება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები