საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში, საქართველოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანები სახელმწიფო
ჯილდოებზე წარუდგინა.
ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების
პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
ორდენზე - არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია,
გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ
ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.
მთავრობის მეთაურის წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე
გადაგზავნილია.
ამავე თემაზე:
აფხაზეთიდან
25, მათ შორის მამია ალასანიას და გურამ გაბისკირიას ნეშტები
გადმოასვენეს
მასალის გამოყენების პირობები