ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ
გრიგოლ ჭაბუკიანთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მათივე ცნობით, მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან
დაკავშირებით.
“მხარეები შეთანხმდნენ და
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება სასჯელის
ზომას, ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან ეს პერსონალურ მონაცემებს
შეიცავს“, - განაცხადეს სასამართლოში.
ბრალდებულის ადვოკატის, როზეტა ზარქუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ
მყოფის სურვილი იყო სასამართლოს საქმე არსებითად არ განეხილა.
„რაც შეეხება განაჩენს, ვერ გეტყვით დამატებით ვერაფერს, რადგან ეს
კონფიდენციალურია“, - აღნიშნა ზარქუამ.
გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი
იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცავებმა მის დაჭრაში ბრალდებული პირველ ნოემბერს დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ,
მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ
შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
მასალის გამოყენების პირობები