შს სამინისტროს ცნობით, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო
შემთხვევის ფაქტზე, რასაც მეოთხე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა, სისხლის
სამართლის
საქმე 276- ე მუხლის 5-ე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მძღოლს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკითხვაზე
იმყოფება.
მეზობლების ინფორმაციით, მძღოლი დაღუპული ბავშვის მეზობელია.
რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
მეზობლების ცნობით, ბიჭი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა
დაღუპული ბავშვის და მძღოლის სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.
ამავე თემაზე: ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი
ემსხვერპლა
მასალის გამოყენების პირობები