საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა (ვიდეო)
15:49 / 11.12.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ
დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები ქალაქის მერს
გადაუგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით,
კომისიებმა აღნიშნული პროექტი საჯაროდ განიხილეს, თუმცა პროცესებში
საზოგადოების ჩართულობა ნაკლები იყო. რაც შეეხება შენიშვნებსა და
რეკომენდაციებს, ისინი რამდენიმე პუნქტისგან შედგება და სხვადასხვა
დარგს ეხება.
„ეს წინადადებები გახლავთ ბიუჯეტის ინფორმირებულობასთან და დოკუმენტის
მაქსიმალურ დახვეწილობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩაშლილად
წარმოადგინონ ის პროექტები, რომელიც იხარჯება ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, საუბარია ჯანდაცვისა და
სოციალურ სფეროში გარკვეული სახსრების დამატებაზე, ტურიზმისა და
ახალგაზრულ საკითხთა მეტ მხარდაჭერაზე. იმედია, მერია ამ შენისვნებს
გაითვალისწინებს და კორექტირებულს დაუბრუნებს საკრებულოს
განსახილველად“, - თქვა ჟურნალისტებთან წოწერიამ.
საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია საზოგადოებრივი
ჯანდაცვის დასაფინანსებლად 230 000 ლარის, ხოლო „C“ ჰეპატიტის,
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგსი პროგრამის განსახორციელებლად
50 000 ლარის დამატებაზე, გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საჭიროა
სოციალურად დაუცველი, სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ
დარჩენილი ბენეფიციარებისთვის დაფინანსების აღდგენა. ასევე, საკრებულო
„ფენიკლეტონიის“ დიაგნოზით დაავადებული სამი ბავშვის 500 ლარამდე
დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
წარმომადგენლობითი ორგანოს შენიშვნებში მოცემულია უფასო სასადილოს
ბენეფიციართა რაოდენობის გადახედვისა და შინ მიტანის სერვისის
შემოღებაზე. ამასთან, საკრებულო მოითხოვს მიეწოდოს დეტალური
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირების, ააიპი-ების ა და შპს-ების ლიკვიდაციის,
რეორგანიზაციისა და მათთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ.
დღევანდელ სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც დაესწრო.
ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ზუგდიდის საკრებულოს
კომისიებში, დაახლოებით, 10 დღის წინ დაიწყეს. პროექტთან დაკავშირებით
რეკომენდაციები გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველომ“. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები