ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში 71 წლის მამაკაცს ამ დრომდე
ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ შავღელეს გამგებელმა ხათუნა მანველიძემ
დაუდასტურა.
მისი თქმით, დაკარგული მამაკაცი ფოთის მკვიდრია და სოფელში კარიერის
დარაჯად მუშაობდა.
„მე როგორც ვიცი, გუშინ დილიდან ეძებენ. დამატებით რამე ინფორმაციას
არ ვფლობ“, - აღნიშნა მანველიძემ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის ინტენსიური ოპერატიული
სამძებრო სამუშაოები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ამ წუთებშიც
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები